ისტორია და ფილოსოფია
იოგას ტრადიციები, ძირითადი ტექსტები და იდეები ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში.
სივრცე სწავლის გასაგრძელებლად, ცოდნის გასაღრმავებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.
მყარი საფუძველი სწავლების დასაწყებად და პროფესიული განვითარების გასაგრძელებლად.

კურსის დასრულება სწავლის დასრულებას არ ნიშნავს. ვქმნით შესაძლებლობებს, რომ კურსდამთავრებულებმა და მოქმედმა ინსტრუქტორებმა გააღრმაონ ცოდნა, განიხილონ პრაქტიკაში გაჩენილი კითხვები და გააგრძელონ პროფესიული განვითარება.
საგანმანათლებლო სივრცე ღიაა სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვისაც. თითოეული აქტივობის შინაარსი განსაზღვრავს, ვისთვისაა ის განკუთვნილი და რა წინასწარი მომზადებაა საჭირო.
ღია ლექციები და შეხვედრები ახალი თემების გაცნობის შესაძლებლობაა. უწყვეტი განათლების პროგრამები იმავე საკითხებში უფრო სიღრმისეულ, თანმიმდევრულ მუშაობას ემსახურება.
სასწავლო თემები იოგას ტრადიციას, თანამედროვე აკადემიურ ცოდნასა და სწავლების პრაქტიკულ გამოცდილებას ერთმანეთთან აკავშირებს.
იოგას ტრადიციები, ძირითადი ტექსტები და იდეები ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში.
ანატომია, ბიომექანიკა და პრაქტიკის გააზრება განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით.
სწავლების მეთოდები, კომუნიკაცია, პროფესიული პასუხისმგებლობა და უსაფრთხო გარემო.
თანამედროვე კვლევების განხილვა და სხვადასხვა დარგის ცოდნის დაკავშირება იოგას საკითხებთან.
ეს არის სასწავლო მიმართულებების პროექტი. კონკრეტული პროგრამები და თემები კვლევისა და ინტერესების შესაბამისად დაზუსტდება.
ფორმატი თემასა და სასწავლო მიზანს მოერგება — ახალი საკითხის გაცნობიდან პრაქტიკულ მუშაობასა და ერთობლივ განხილვამდე.
ახალი იდეების, გამოცდილებისა და კვლევითი მიგნებების გაცნობა და განხილვა.
შემოგვთავაზეთ ლექცია ან პრეზენტაციაკონკრეტულ თემაზე სიღრმისეული მუშაობა ერთი ან რამდენიმე შეხვედრის ფარგლებში.
გაგვიზიარეთ სემინარის იდეაგამოცდილების გაზიარება, უნარების განვითარება და სწავლებისას გაჩენილ კითხვებზე მუშაობა.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებატექსტების ერთობლივი კითხვა, განსხვავებული ხედვების გაცნობა და აზრების გაცვლა.
შემოგვთავაზეთ ტექსტი ან თემაგაგვიზიარეთ, რა გაინტერესებთ და რას ისურვებდით ფედერაციისგან. თქვენი ინტერესები სასწავლო პროგრამების დაგეგმვაში დაგვეხმარება.
გაეცანით მიმდინარე კურსებს და აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა.
10 ლექცია იოგას ისტორიული და ინტელექტუალური განვითარების შესახებ.
10 პრაქტიკული სემინარი ტექნიკის, უსაფრთხოებისა და სწავლების მეთოდიკის შესახებ.
საფასური, მონაწილეობის პირობები და რეგისტრაცია მოცემულია თითოეული პროგრამის გვერდზე.
პროფესიულ საზოგადოებაში დაგროვილი ცოდნა ახალი სასწავლო შესაძლებლობების საფუძველია. ფედერაციის წევრებს შეუძლიათ ჩაერთონ თემების, შეხვედრებისა და სასწავლო ციკლების შექმნაში.
იდეის შემოტანა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. განხორციელება წევრობასა და შესაბამის სამუშაო ჯგუფთან წინასწარ შეთანხმებას ეფუძნება.
ჩაერთეთ პროფესიულ ქსელშიეძებთ საკითხავ მასალას, ლექციის ჩანაწერს ან პოდკასტს?
გაეცანით რესურსებს →